რა ეტაპზეა მარაბდა – კარწახის სარკინიგზო ხაზის მშენებლობა?

რა ეტაპზეა მარაბდა – კარწახის სარკინიგზო ხაზის მშენებლობა?

მარაბდა-კარწახის სარკინიგზო ხაზის სამშენებლო სამუშაოების 90% შესრულებულია. მათი დასრულება მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება, რის შემდეგაც გზის ეს მონაკვეთი ექსპლუატაციაში შევა. ამის შესახებ BM.GE-ს მარაბდა-კარწახის რკინიგზის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

აღსანიშნავია, რომ მარაბდა-კარწახის სარკინიგზო ხაზი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს ნაწილია. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობის დაწყება კი 2007 წლის ბოლოს გამოცხადდა. ოფიციალურად იგი 2017 წლის 30 ოქტომბერს გაიხსნა. ბაქოში გამართულ გახსნის საზეიმო ცერემონიაში 5 ქვეყნის ლიდერმა მიიღო მონაწილეობა. აღნიშნული ცერემონია რკინიგზის ძირითადი სამშენებლო სამუშაოების დასრულებას ეძღვნებოდა. თუმცა, ის დღემდე სრულფასოვნად ამოქმედებული არ არის. ბაქო-ყარსის მაგისტრალის სრულფასოვანი ექსპლუატაციის დაწყება კი საქართველოს მეზობელ ქვეყნებზე არის დამოკიდებული.

რამდენიმე დღის წინ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აზერბაიჯანელ კოლეგა ილჰამ ალიევთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის განახლების სამუშაოები სწრაფად უნდა დასრულდეს.

დაახლოებით წელიწადნახევრის წინ კი, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს ნაწილის გაფართოებისთვის 100 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია ჩაიდებოდა. სამუშაოები 1,5 წელიწადში უნდა დასრულებულიყო.

როგორც გათვლილია, პროექტის დასრულების შემდეგ, მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მონაკვეთზე შესაძლებელი იქნება წელიწადში 5 მილიონი ტონა ტვირთის გატარება. როგორც BM.GE-ს მარაბდა-კარწახის რკინიგზის ადმინისტრაციაში უთხრეს, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მონაკვეთი, ექსპლუატაციაში გაშვების შემდგომ, სხვადასხვა სახეობის ტვირთს მოემსახურება, თუმცა არ დააკონკრეტეს, იქნება თუ არა მათ შორის ისეთი სახიფათო ტვირთის გადატანა შესაძლებელი, როგორიცაა ნავთობი.

აღსანიშნია ისიც, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დადებული საერთაშორისო ორმხრივი ხელშეკრულების მიხედვით, სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ რკინიგზის ექსპლუატაციაში შესვლამდე უნდა შეიქმნას ერთობლივი საწარმო. „ორ ქვეყანას შორის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაწყებულია შესაბამისი იურიდიული პროცედურები“, – განგვიცხადეს რკინიგზის ადმინისტრაციაში.

“მარაბდა-კარწახის რკინიგზა” 344 მილიონიან მოგებაზე გავიდა

მსგავსი სიახლეები

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის ბირჟის გახსნისთვის?

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის…

ენერგეტიკული ბირჟის გახსნის შემდეგ, საქართველოს ანალოგიური პლატფორმის ამოქმედება გაზის სექტორშიც მოუწევს. ეს იმ ვალდებულების ნაწილია, რომელიც საქართველომ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით…
სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას ელექტრონულ აუქციონზე 1 225 000 ლარად ყიდის. ქონების ეროვნულმა სააგენტომ სოფელ ტაბახმელაში 5 834 კვ.მ.-ის ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების…
სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

2024 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1.1%-ით (3.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია…